კრამატორსკში ოკუპანტების მიერ რკინიგზის სადგურის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 59-მდე გაიზარდა
უკრაინული მედიის ინფორმაციით, კრამატორსკში რუსების მიერ რკინიგზის სადგურზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 59-მდე გაიზარდა, გარდაცვლილებს შორის 7 ბავშვია.
”ბავშვების რაოდენობა, რომლებიც კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე თავდასხმას ემსხვერპლნენ, 7-მდე გაიზარდა, 2 მათგანი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამრიგად, რუსული ძალების მიერ კრამატორსკის რკინიგზის სადგურის დაბომბვის შედეგად გარდაცვლილთა მთლიანი რიცხვი 59-მდე გაიზარდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, 8 აპრილს ოკუპანტებმა ქალაქ კრამატორსკში რკინიგზის სადგურზე სარაკეტო იერიში მაშინ განახორციელეს, რა დროსაც მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობდა.