ლვოვის სასამართლომ მედვედჩუკის და მისი მეუღლის ქონება დააყადაღა
ლვოვის ლიჩაკოვსკის რაიონულმა სასამართლომ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსის, ვიქტორ მედვედჩუკისა და მისი მეუღლის, ოქსანა მარჩენკოს 154 მოძრავი და უძრავი ქონება დააყადაღა.
დაყადაღებულ ქონებას შორის არის – 26 მანქანა, 30 მიწის ნაკვეთი, 23 კერძო სახლი, 32 ბინა, 17 ავტოსადგომი და იახტა.
ასევე, დაყადაღებულია 25 კომპანიის საწესდებო კაპიტალის აქციები, რომელთა მფლობელები ვიქტორ მედვედჩუკი ან მისი მეუღლე არიან.
ცნობისთვის, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მედვედჩუკი სპეცოპერაციის შედეგად 12 აპრილს დააკავა.