ბრიტანეთის დაზვერვა უკრაინაში რუსეთის მომდევნო სამიზნე ქალაქებს ასახელებს

 

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან, ოკუპანტებმა ქვეყნის ქალაქები არაერთხელ დაბომბეს. რუსი სამხედროების მომდევნო სამიზნე, სავარაუდოდ, კრამატორსკი და კონსტანტინოვკა გახდებიან.

ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს Twitter-ის გვერდზეა ნათქვამი.

„მასიური სარაკეტო და საარტილერიო დარტყმების ერთობლიობა და ახალი შეტევისთვის ძალების კონცენტრირება ტრადიციული რუსული სამხედრო დოქტრინისკენ დაბრუნებას წარმოადგენს“, – ნათქვამია განცხადებაში.

თუმცა, ბრიტანული დაზვერვის თანახმად, ამას დასჭირდება ძალის მნიშვნელოვანი დონე.

„უკრაინის მიერ მარიუპოლის მუდმივი დაცვა რუსული ჯარების და აღჭურვილობის მნიშვნელოვან  რაოდენობას ბლოკავს“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები