ბაიდენის მსგავსად, უკრაინის მოვლენებს ტრამპიც “გენოციდად” აფასებს
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ქვეყნის მოქმედი ლიდერის, ასევე, სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვიქტორია ნულანდის კვალდაკვალ, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს რუსეთის მხრიდან “გენოციდად” აფასებს.
ამის შესახებ მან Fox News-ს სატელეფონო ინტერვიუში უთხრა.
შესაბამისი შინაარსის კითხვის საპასუხოდ, ტრამპმა თქვა, რომ “ის, რაც უკრაინაში ხდება, არის გენოციდი“.