კლიჩკო: რეკომენდაციების მიუხედავად, კიეველების 2/3 სახლში დაბრუნდა

 

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, ქალაქის მოსახლეობის 2/3 სახლში დაბრუნდა.

როგორც მან ტელეეთერის დროს თქვა, “მოსახლეობა ყოველდღიურად ბრუნდება”.

“კიეველების ორი მესამედი უკვე დაბრუნდა. რეკომენდაციების მიუხედავად, ისინი ყოველდღე ბრუნდებიან. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია, ავკრძალოთ, მხოლოდ რეკომენდაცია შეგვიძლია”, – თქვა მან და დასძინა, რომ ქალაქში დაბრუნება ჯერ არ ღირს, რადგან არ მუშაობს  ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საგუშაგოებზე კი შემოწმებებია.

კლიჩკოს თქმით, ქალაქის ადმინისტრაცია მხოლოდ სამხედროების რეკომენდაციებს ეყრდნობა. ისინი, თავის მხრივ, ქალაქზე სარაკეტო თავდასხმის საფრთხის შესახებ საუბრობენ.

„კიდევ ერთი საფრთხეა  რეგიონის მიმდებარე ტერიტორიების განაღმვა, სადაც, სამწუხაროდ, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა აფეთქებების შედეგად“, – დასძინა კლიჩკომ.

მისი თქმით, დედაქალაქში 10 000-მდე იძულებით გადაადგილებული პირი უკვე რეგისტრირებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები