კიევში შესაძლოა, ენტონი ბლინკენი ან ლოიდ ოსტინი ჩავიდეს

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია კიევში მაღალჩინოსნის მივლინების შესაძლებლობას განიხილავს, რომ ამ გზით უკრაინის მხარდაჭერის დემონსტრირება მოხდეს.

ამის შესახებ Politico წერს.

აღინიშნება, რომ ყველაზე სავარაუდო კანდიდატურებს შორის არიან სახელმწიფო მდივანი – ენტონი ბლინკენი ან თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი – ლოიდ ოსტინი.

თუმცა, არ გამოირიცხება ასევე თავად ჯო ბაიდენის ან ვიცეპრეზიდენტის, კამალა ჰარისის ჩასვლა.

საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები