პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში ცვლილება შეიტანა
პარლამენტმა, 88 ხმით, ერთხმად, მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა „უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში ცვლილების შეტანას.
პარლამენტის ინფორმაციით, კანონპროექტით წესრიგდება საერთაშორისო სკოლასთან/საერთაშორისს სამაგისტრო-სადოქტორო სკოლასთან, მის მართვასა და სტრუქტურასთან, სკოლის ბიუჯეტთან და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან დაკავშირებული საკითხები.
კანონპროექტის ავტორია განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ხოლო ინიციატორი საქართველოს მთავრობა. კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე.