მედვედევი: უკრაინის მთავრობა ყურადღებით იყოს, თავად არ მოხვდნენ გასაცვლელ ტყვეებს შორის
ცალკეული გიჟები, რომლებიც საკუთარ თავს უკრაინის მთავრობას უწოდებენ, ამბობენ, რომ სურთ ვიქტორ მედვედჩუკისგან მტკიცებულებების მოპოვება, მისი “სწრაფად და სამართლიანად” გასამართლება და შემდეგ ტყვეებში გაცვლა, – ასე ეხმაურება რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი უკრაინის პრეზიდენტის შეთავაზებას, რომლის თანახმადაც ზელენსკი რუსეთს სახელმწიფო ღალატში ეჭვმიტანილი, ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსის, ვიქტორ მედვედჩუკის უკრაინელი ტყვეებში გაცვლას სთავაზობს.
”ეს ადამიანები გარშემო ყურადღებით უნდა იყურებოდნენ და ღამით კარი კარგად ჩაკეტონ, რათა გასაცვლელ ადამიანებს შორის თავად არ იყვნენ”, – წერს მედვედევი.