პატრიარქის სტიქაროსანი გარდაცვლილი იპოვეს

პატრიარქის სტიქაროსანი, 30 წლის გიორგი ბულია გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას გიორგი ბულიას მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. არსებული ინფორმაციით, ბულია ერთ-ერთ ოფისში პროგრამისტად მუშაობდა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი ოფისში იპოვეს.

როგორც გარდაცვლილის მეგობრები სოციალურ ქსელში წერენ, გარდაცვალების მიზეზი გული გახდა.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები