“ქურდული მენტალიტეტის”, ტრეფიკინგის, ნარკორეალიზაციის, კიბერდანაშაულის მსხვერპლი ყოველდღიურად არაერთი ადამიანი ხდება. საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად – თუ რა როლი აქვს თითოეულ ადამიანს დანაშაულთან ბრძოლაში – შინაგან საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირის მხარდაჭერით ვიდეორგოლები მოამზადა:
- ნუ გახდები ნარკორეალიზატორის მსხვერპლი! ნარკოტიკი კლავს! ნარკორეალიზატორი მკვლელია!
- ერთად ვებრძოლოთ „ქურდულ მენტალიტეტს“
- ერთად ვებრძოლოთ ტრეფიკინგს
- ნუ გახდები კიბერდანაშაულის მსხვერპლი! მიაწვდინე შენი ხმა სამართალდამცავ ორგანოებს!