გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტ შტაინმაიერს მადლობა გადავუხადე იმ როლისათვის, რასაც გერმანია საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებული ინტეგრაციის პროცესში თამაშობს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი “ტვიტერზე” წერს.
ის საქართველო-გერმანიის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავთან დაკავშირებით გერმანელ კოლეგას ესაუბრა.
“მაშინ, როცა საქართველო და გერმანია დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს აღნიშნავს, დღეს გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტ შტაინმაიერთან უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ ვისაუბრე და მადლობა გადავუხადე მას იმ როლისათვის, რასაც გერმანია საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებული ინტეგრაციის პროცესში თამაშობს.
პრეზიდენტ შტაინმაიერთან ახლო მომავალში შეხვედრაზე შევთანხმდით”, – წერს პრეზიდენტი.
As Georgia and Germany celebrate 30 years of diplomatic relations, I talked with Pres. Steinmeier this morning
We talked about the war in Ukraine and I thanked him for Germany’s role in Georgia’s accelerated European integration
We agreed to meet in the near future
🇬🇪🇪🇺🇩🇪
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) April 12, 2022