უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად 186 ბავშვია დაიღუპა, 344-ზე მეტი კი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ეს ცნობები არ არის სრული, რადგან ცნობების მიღება აქტიური საომარი მოქმედებების გამო, ასევე, დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ვერ ხერხდება.
”რუსეთის შეიარაღებული ძალების დაბომბვის შედეგად 938 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა. მათგან 87 მთლიანად განადგურებულია”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge