საწვრთნელ ბაზა მანავში, სპეციალური დანიშნულების საკვალიფიკაციო პროგრამის მე-19 ნაკადის გამოშვების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა

საწვრთნელ ბაზა მანავში, სპეციალური დანიშნულების საკვალიფიკაციო პროგრამის მე-19 ნაკადის გამოშვების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, პროგრამის ფარგლებში მსმენელებმა ჯვარედინი და სპეციალისტების მომზადება გაიარეს, ასევე შეისწავლეს მცირე ქვედანაყოფების ტაქტიკა და დაგეგმვის პროცესი. პროგრამა შემაჯამებელ სწავლებასაც მოიცავდა. მსმენელებმა ასევე გაიარეს კავშირგაბმულობის, საცეცხლე, აერომობილური, სამედიცინო და ტაქტიკური მომზადება.

საკვალიფიკაციო პროგრამისთვის შერჩეულ რეინჯერთა მხოლოდ 30%-მა შეძლო და დააკმაყოფილა კურსის ურთულესი გზა.

კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა გადასცა და წარმატება უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები