ავსტრიის კანცლერი: ევროკავშირის სანქციები გამკაცრდება, სანამ ომი არ შეწყდება

ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეგამერმა განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას მანამ გააგრძელებს, სანამ უკრაინაში ომი არ შეწყდება. აღნიშნულის შესახებ მან ვოლოდიმირ ზელენსკისთან კიევში შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ავსტრია ომთან დაკავშირებით ნეიტრალურ პოზიციას იკავებს, მაგრამ მიმდინარე დანაშაულს არ ეთანხმება.

„ეს იმას ნიშნავს, რომ ავსტრია სრულიად უჭერს მხარს ევროკავშირის სანქციებს. ავსტრია მხარს უჭერს უკრაინას იქ, სადაც ეს უკრაინას ყველაზე მეტად სჭირდება. ჩვენ გავამკაცრებთ სანქციებს ევროკავშირის ფარგლებში, სანამ ომი არ შეწყდება. ახლა სანქციების კიდევ ერთი პაკეტი იქნა მიღებულია და ის არ იქნება უკანასკნელი“, – განაცხადა ნეგამერმა.

ამასთან, კანცლერმა აღნიშნა, რომ მიღებული სანქციები არ არის საკმარისი, ვინაიდან უკრაინელები კვლავ იღუპებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები