შალვა პაპუაშვილი – ოლივერ ვარჰელის: მოუთმენლად ველით ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარის მიღებას

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰელის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარის მიღებას მოუთმენლად ელის.

„მადლობა ევროკომისარს ოლივერ ვარჰეის. ჩვენ მოუთმენლად ველით ამ გადამწყვეტ დღეს და მზად ვართ სწრაფად ჩავერთოთ ამ პროცესში, ენთუზიაზმითა და მონდომებით“, – წერს პაპუაშვილი.

მანამდე ევროკომისარმა ოლივერ ვარჰელიმ Twitter-ზე დაწერა, რომ საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებულ კითხვარს 11 აპრილს გადასცემს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები