ხატია დეკანოიძე: რუსეთის ქვეშ მშვიდობა მონობაში არ არსებობს – საქართველო უნდა იყოს თავისუფალი, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი მომავალი და ხვედრი

მინდა ვუთხრა, ყველა იმ ადამიანს, დღეს ვინც ფიქრობს, რომ თავისუფლებას მონობაში მშვიდობა სჯობს, მათ უნდა გაიხსენონ, რომ არ არსებობს მშვიდობა მონობაში, არ არსებობს მშვიდობა თავისუფლების გარეშე და მათ უნდა გაიხსენონ, რომ არ არსებობს მშვიდობა რუსული იმპერიის ჩექმის ქვეშ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ 9 აპრილის მემორიალთან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, 9 აპრილს საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის თავი ძალიან ბევრმა ადამიანმა გაწირა.

„უდიდესი სევდის მიუხედავად, დიახ, 9 აპრილი იყო უდიდესი მონაპოვარი, როდესაც ერთ მუშტად შეკრული მთელი საქართველო, როგორც მერაბ კოსტავამ თქვა, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა. მე მახსოვს 9 აპრილი, ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი, გვახსოვს ყველა ის ადამიანი, ვინც თავი გაწირა საქართველოს თავისუფლებისთვის. აქვე მინდა ვუთხრა, ყველა იმ ადამიანს, დღეს ვინც ფიქრობს, რომ თავისუფლებას მონობაში მშვიდობა სჯობს, მათ უნდა გაიხსენონ, რომ საქართველოს თავისუფლებას შეეწირა ძალიან ბევრი ადამიანი, უნდა გაიხსენონ რისთვის იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები, ჩვენი თაობის ადამიანები, უნდა გაიხსენონ, რომ არ არსებობს მშვიდობა მონობაში, არ არსებობს მშვიდობა თავისუფლების გარეშე და მათ უნდა გაიხსენონ, რომ არ არსებობს მშვიდობა რუსული იმპერიის ჩექმის ქვეშ. საქართველოს დამოუკიდებლობა ჩვენთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მონაპოვარია. იმისათვის, რომ ჩვენ დღეს, დამოუკიდებელი, თავისუფალი ქვეყანა გვქონოდა ზუსტად ეს ადამიანები შეგნებულად წავიდნენ ძალიან დიდ მსხვერპლზე, საკუთარი სიცოცხლე დათმეს.
ყველას, განსაკუთრებით დღევანდელ ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ რუსეთის ქვეშ მშვიდობა მონობაში არ არსებობს. საქართველო უნდა იყოს თავისუფალი, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი მომავალი და ხვედრი“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები