1989 წლის 9 აპრილი – ეროვნული არქივის ფოტოები

ეროვნული არქივი 33 წლის წინანდელი 9 აპრილის კადრებს აქვეყნებს.
„1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას თბილისში, მთავრობის სასახლის წინ საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც 21 უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის იყვნენ სკოლის მოსწავლეები. დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2000-მდე მომიტინგე.
1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად ორი წლის შემდეგ, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო“, – აღნიშნულია ეროვნული არქივის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფოტოები დაცულია ეროვნულ არქივში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები