ლევან იოსელიანი: დღეს არასწორია იმაზე საუბარი, რომ უკრაინელების მხრიდან რაიმე საწყენია – დღეს ეს ქვეყანა ომშია, სისხლისგან იცლება

დღეს იმაზე საუბარი, რომ უკრაინელების მხრიდან რაიმე საწყენია, არ არის სწორი. დღეს ის დროა, როდესაც გვერდში უნდა ვედგეთ უკრაინას როგორც პოლიტიკურ, ისე ადამიანურ დონეზე, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერისა და „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან  იოსელიანმა ჟურნალისტებს 9 აპრილს გარდაცვლილთა მემორიალთან განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას, რომ არ ჩავიდეს ბუჩაში უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის მიწვევის შემდეგ.

„ვფიქრობ, როგორც არ უნდა იყოს საკითხი, ვისზეც არ უნდა იყოს პერსონალურად ნაწყენი ან ვინმეს არ მოსწონდეს უკრაინული მხარის განცხადება, დღეს ეს ქვეყანა ომშია, ეს ქვეყანა სისხლისგან იცლება. რუსეთი მშვიდობიანი მოსახლეობის უმოწყალო ხოცვა-ჟლეტას ახორციელებს. მგონი, დღეს იმაზე საუბარი, რომ უკრაინელების მხრიდან რაიმე საწყენია, არ არის სწორი. დღეს ის დროა, როდესაც გვერდში უნდა ვედგეთ უკრაინას როგორც პოლიტიკურ, ისე ადამიანურ დონეზე. რაც შეგვიძლია, ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ“,- განაცხადა ლევან იოსელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები