პარლამენტის წინ ქართველი და უკრაინელი გმირების პატივსაცემად აქცია-პერფორმანსი „დიდება გმირებს“ იმართება

9 აპრილის თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის წინ აქცია-პერფორმანსი „დიდება გმირებს“ იმართება.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები საინიციატივო ჯგუფი „უკრაინაში მშვიდობისთვის“ ორგანიზებით, საქართველოს პატივს მიაგებენ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის მებრძოლ ქართველ და უკრაინელ გმირებს.

როგორც საინიციატივო ჯგუფი აღნიშნავენ, საქართველოს პარლამენტის წინ განთავსდა სამძიმრის წიგნი, სადაც თითოეულ მოქალაქეს შეეძლება გააკეთოს ჩანაწერი და მიუსამძიმროს უკრაინაში თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ოჯახებს. სიმბოლურად წიგნი კი უკრაინის საელჩოს გადაეგზავნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები