მე დღეს კიევში ვარ, რათა გითხრათ, რომ ევროპა თქვენს მხარესაა, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ბუჩაში ვიზიტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ბუჩაში ჩადენილ სისასტიკეზე პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან.
„მნიშვნელოვანი იყო ჩემი ვიზიტის დაწყება ბუჩაში, რადგან ბუჩაში ჩვენი ადამიანობა დაიმსხვრა. ჩემი გზავნილი უკრაინელ ხალხს: სისასტიკეზე პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან. თქვენი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა. მე დღეს კიევში ვარ, რათა გითხრათ, რომ ევროპა თქვენს მხარესაა“, – წერს დონ დერ ლაიენი „ტვიტერზე“.