ჰელსინკის კომისიის უფროსმა მრჩეველმა და სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის აგრესიასთან დაპირისპირების გზები და ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს
მაიკლ ჰიკარი ჩეჩირეს საქართველოში ვიზიტსა და პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრის შესახებ “ტვიტს” ჰელსინკის კომისია აქვეყნებს.
“თბილისში ვიზიტით მყოფი, ჰელსინკის კომისიის უფროსი მრჩეველი, მაიკლ ჰიკარი ჩეჩირე და აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ და, რუსეთის სასტიკი ომის ფონზე, უკრაინისადმი აშშ-სა და საქართველოს საერთო სოლიდარობა, რუსულ აგრესიასთან დაპირისპირება და ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურება განიხილეს”, – წერს კომისია სოციალურ ქსელში.
On a visit to Tbilisi, @HelsinkiComm's @mhikaric and @usingeo’s Amb. Kelly Degnan met with Georgian President @Zourabichvili_S to discuss shared U.S. and Georgian solidarity for #Ukraine amid Russia’s brutal war, countering Russian aggression, & invigorating bilateral relations. pic.twitter.com/ybp4h9t6qR
— Helsinki Commission (@HelsinkiComm) April 7, 2022