“იყავით მამაცი” – ზელენსკიმ დიპლომატებს კიევში დაბრუნებისკენ მოუწოდა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთის, ლიეტუვის და სლოვენიის საელჩოებს კიევში დაბრუნებისთვის მადლობა გადაუხადა და სხვა ქვეყნების საელჩოებს ანალოგიური ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდა.
ამის შესახებ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში თქვა.
„კიეველებთან ერთად, დედაქალაქში სხვა სახელმწიფოების დიპლომატიური წარმომადგენლებიც ბრუნდებიან. თურქეთის საელჩო დაბრუნდა, ლიეტუვის ელჩი დღეს დაბრუნდა. მანამდე, კიევში მუშაობა სლოვენიის საელჩომ განაახლა.
მე გულწრფელად მადლობელი ვარ უკრაინის მეგობრების, რომლებიც მხარს გვიჭერენ ზუსტად ისე, როგორც ახლა გვჭირდება, ასევე, სიმბოლოების დონეზე, დიპლომატიური ჟესტების დონეზე. ეს ასევე ეხება სიმამაცეს“, – თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პირველმა პირმა მოუწოდა სხვა საელჩოებსაც, დაბრუნდნენ დედაქალაქში.
“მოუთმენლად ველოდები შეხვედრას ყველასთან, ვინც ჩვენთანაა. ყველასთან, ვინც მამაცია, დაბრუნდით. ველოდები შეხვედრას ყველა დიპლომატებთან, რომლებიც დაბრუნდნენ ჩვენს დედაქალაქში და განაგრძობენ მუშაობას”, – თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ „კიევში უცხოური დიპლომატიური წარმომადგენლობების ყოფნა საელჩოების ნორმალური სამუშაოა, ეს არის ნათელი სიგნალი აგრესორისთვის, რომ კიევი ჩვენი დედაქალაქია“.
“არა რუსეთის პროვინციის ქალაქი, არამედ უკრაინის დედაქალაქი”, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge