მანანა მგალობლიშვილი: ამდენი გრძნობა და ემოცია ერთ ტრაგედიაში, ღმერთო, გვიშველე და დაგვიცავი კაციჭამიებისგან
“მანანა მგალობლიშვილის რეპროდუქციული ცენტრის” დამფუძნებელი რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის, ვლადიმერ ჟირინოვსკის გარდაცვალების გამო მისი თანაპარტიელების მიერ გამართულ პრესკონფერენციას ეხმიანება.
“თავიდან მეგონა, რომელიმე იუმორისტული შოუს მსახიობები იყვნენ, ოღონდ მართლა, არ ვაჭარბებ და მერე გავერკვიე, რომ რეალობა ყოფილა. ამდენი გრძნობა და ემოცია ერთ ტრაგედიაში. ღმერთო, გვიშველე და დაგვიცავი კაციჭამიებისგან”, – წერს მანანა მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში.
რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის წევრები საკუთარ მეთაურს, ვლადიმერ ჟირინოვსკის გამოემშვიდობნენ. სპეციალურად მოწვეულ პრესკონფერენციაზე პარტიის წევრებმა ჟირინოვსკის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვეს.
“ჩვენი ლიდერი აღარ არის… მთელი ჩვენი ძალისხმევა მისი დაკრძალვის ცერემონიისკენ იქნება მიმართული”, – აცხადებს ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი წევრი.
ამასთან, პრესკონფერენციაზე პარტიის ხელმძღვანელის დროებითი მოვალეობის შემსრულებლად ლეონიდ სლუცკი წარადგინეს.