ანრი ოხანაშვილმა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელს დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები გააცნო

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი საქართველო აშშ-ის საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის მრჩეველს სამართლებრივ საკითხებში, ლენა ოუენსს შეხვდა.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე მხარეებმა უახლოეს პერიოდში კომიტეტის მიერ დასაინიცირებელ კანონპროექტებთან დაკავშირებით პოზიციები გაცვალეს.

„ისინი მხარს უჭერენ „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში” დაგეგმილ ცვლილებებს, რომელიც ელექტრონული მტკიცებულების სისხლის სამართლის პროცესში ეფექტიანად გამოყენებას უკავშირდება. ჩვენი ამერიკელი მეგობრები მტკიცედ უჭერენ მხარს იმ მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და სისხლის სამართლის პროცესში ეფექტიანი ინსტიტუტების დამკვიდრებას ემსახურება”, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები