“განვიხილეთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგი” – ილია დარჩიაშვილი ჯოზეფ ბორელს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი – ილია დარჩიაშვილი, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს შეხვდა.

შეხვედრის შესახებ საგარეო უწყების ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში წერს.

“მოხარული ვარ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში პირველი შეხვედრა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან გავმართე. განვიხილეთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგი და ჩვენი ქვეყნის პროგრესი ამ გზაზე. ამ კონტექსტში ევროკავშირის მხარდაჭერის იმედი მაქვს. ასევე, ვისაუბრეთ რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოსა და ევროკავშირის როლზე რეგიონულ უსაფრთხოებაში”, – წერს დარჩიაშვილი Twitter-ის პირად გვერდზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები