საჩხერის მუნიციპალიტეტში ორი საბავშვო ბაღი გაიხსნა

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლებში – კორბოულსა და მერჯევში – საბავშვო ბაღები გაიხსნა.

გახსნის ცერემონიალს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ციბაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან კიკნაველიძე, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ივანაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გაგა დარბაიძე, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი მირანდა ჩუმაშვილი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

სოფელ კორბოულის სისვაძეების უბნის საბავშვო ბაღში ორი შერეული ასაკის ჯგუფი იფუნქციონირებს, ამ ეტაპისთვის დარეგისტრირებულია 41 აღსაზრდელი, დასაქმებულია 13 ადგილობრივი. სოფელ მერჯევის საბავშვო ბაღში 2-დან 6 წლამდე ასაკის შერეული ჯგუფი შეიქმნა, დასაქმებულია 9 ადგილობრივი.

საბავშვო ბაღები მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით ამხანაგობამ „ბილდინგ ჰაუსი და კარკასმა”  ააგო.

ბაღების შიდა ინვენტარისა და ტექნიკური აღჭურვილობის შეძენა ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტით განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები