კარლ ჰარცელი: გამოქვეყნებული ანგარიში არ არის ევროპარლამენტის პროდუქტი, არამედ ორგანიზაციის კვლევის ცენტრის და მასში მოცემული შეფასებები ეკუთვნის ავტორებს

ანგარიში არ არის ევროპარლამენტის პროდუქტი, არამედ ევროპარლამენტის კვლევის ცენტრის და მასში მოცემული შეფასებები ეკუთვნის ავტორებს. მისი მიზანია, დახმარება გაუწიოს ევროპარლამენტის წევრებს საქართველოში არსებული სიტუაციის შეფასებაში, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა, რითაც ის ევროპარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა.

„ბევრი ის საკითხი, რაც ამ ანგარიშშია დაყენებული, მათ შორის, პოლიტიკური პოლარიზაცია, პოლარიზაცია მედიაში, კითხვები სასამართლო რეფორმებთან, არჩევნებსა და დემოკრატიულ ინსტიტუტებთან დაკავშირებით, იცით, რომ ოფიციალურმა ბრიუსელმაც წამოწია, ისევე – როგორც მე აქ. ვფიქრობ, ნათელია, რომ ეს არის საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც განხილვები გაგრძელდება საქართველოს ხელისუფლებასთან და ეს არის მნიშვნელოვანი ასპექტი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის კუთხით. ვფიქრობ, კომისია მალე წარადგენს დასკვნას ამ განაცხადთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ელჩმა.

2020 წლიდან საქართველომ სერიოზულად დაიხია უკან დემოკრატიული პრინციპებისა და იმ ძირითადი პოლიტიკური ვალდებულებების კუთხით, რომლებიც მან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აიღო, – ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის დაკვეთით ჩატარებულ ანგარიშში, რომელიც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულებას ეხება და 2020-2022 წლებს მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები