ბუქარესტში რუსეთის საელჩოს ღობეს ავტომობილი შეეჯახა, არის მსხვერპლი

ბუქარესტში რუსეთის საელჩოს ჭიშკარს ავტომობილი შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა, მანქანის მძღოლი გარდაიცვალა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევა დილით მოხდა.

ადგილზე მეხანძრეები იმყოფებიან, ხანძარი ლიკვიდირებულია. მანქანაში სხვა მგზავრი არ მჯდარა.

Digi 24-ის ინფორმაციით, შეჯახების შემდეგ, დაცვამ მანქანის მძღოლს გადმოსვლისკენ მოუწოდა, თუმცა, მან უარი თქვა, რაღაცას ყვიროდა და ამის შემდეგ ავტომობილი აფეთქდა.

აღინიშნება, რომ მანქანა მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა. არ გამოირიცხება, რომ შეჯახება დაგეგმილი იყოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები