მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის საქმეზე ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის საქმეზე ბრალდებულს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ ინსპექტორს, გიორგი გიუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 4 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
სასამართლო გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა გამოაცხადა.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.
ცნობისთვის, როგორც გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 2 მარტს, №16 პენიტენციურ დაწესებულებაში, მეტალოდეტექტორით შემოწმებისას, პენიტენციური დეპარტამენტის თანამშრომელსა და ადვოკატ შოთა თუთბერიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა . შედეგად, გიორგი გიუაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ითვალისწინებს.