გიორგი ცუცქირიძე: “შავი ხვრელების” თემის წამოწევაც და “ნაციონალების” მხრიდან მისი ტირაჟირებაც საქართველოში ხელისუფლების რევოლუციურ ცვლილებას ემსახურება

“ამ “შავი ხვრელების” თემის წამოწევაც და “ნაციონალების” მხრიდან მისი ტირაჟირებაც ემსახურება არა უბრალოდ საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაციას, არამედ , მუდმივად თავის მართლების რეჟიმში ჩაყენებით საქართველოში ხელისუფლების რევოლუციურ ცვლილებას”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა შემთხვევითი არ ყოფილა.

“რაც უფრო იზრდება დასავლეთის ზეწოლა რუსეთზე, უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულებების გამო, აქ ბუჩაში ჩადენილ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობებს ვგულისხმობ, რასაც დღეს პენტაგონის განცხადებაც მოწმობს, სამწუხაროდ, იზრდება უკრაინის ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენელთა ზეწოლა და უკვე ღია ბრალდებები საქართველოს ხელისუფლების მიმართ.

თუ აქამდე ძირითადად ბრალდებები სანქციებთან არშეერთების საკითხს ეხებოდა, ბოლო ბრალდებები არის უმძიმესი, რადგან საქართველოს კანონმდებლობითაც , ე.წ
“შავი ხვრელების” ხელშეწყობა მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულის კატეგორიაში გადის.

ამ ბრალდებებს დაემატა დღეს ცნობილი ევროპარლამენტარის ვიოლა ფონ კრამონის კიდევ ერთი მორიგი ბრალდება, რომ საქართველოს ხელისუფლება ეწევა აშკარად კაპიტულანტურ პოლიტიკას რუსეთის მიმართ და “არაფერს აკეთებს ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მისაღებად”.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა – “ვხედავთ, რომ ქართველი ხალხი და საქართველოს მთავრობა საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით დგას,” ვფიქრობ, მეტად სახიფათო წრე იკვრება საქართველოს და არა მხოლოდ “ქართული ოცნების” ირგვლივ. თავსაც ნუ მოვიტყუებთ, ეს არ არის მხოლოდ უკრაინული ფრონტის ზეგავლენა, გაცილებით ფართო შემადგენელი აქვს!

ეს მორიგი შეტევაც რატომღაც საეჭვოდ დაემთხვა შუალედური არჩევნების შედეგებს, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” პირწმინდად მოუგო ოპოზიციას.

მრჩება შთაბეჭდილება, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა, არ ყოფილა შემთხვევითი, თან რუსეთ-უკრაინის მოსალოდნელი ომის წინა პერიოდში. გათვლაც ამ მოსალოდნელ ომამდე საქართველოში ხელისუფლების რევოლუციურ ცვლილებებს უკავშირდებოდა. ბუნებრივია, თუ ხელისუფლების ცვლილება, ვადამდელი არჩევნების დანიშვნით, განხორციელდებოდა, საქართველო ყველა ვარიანტში გახსნიდა მეორე ფრონტს, არა მხოლოდ პროვოკაციული განცხადებების ტირაჟირებით, არამედ თუნდაც რუსეთის წინააღმდეგ, სანქციების დაწესების რადიკალური მოთხოვნებით, რასაც რუსეთის მხრიდან თანმხვედრი კონტრნაბიჯები და საქართველოში მორიგი ინტერვენცია უნდა მოჰყოლოდა.

ახლა რამდენიც არ უნდა იყოს კრიტიკა, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გაკეთებულ ცალკეულ განცხადებებზე, სანქციებთან არმიერთებაზე, ამას სხვა ახსნა არა აქვს!

არც მოლდოვის ხელისუფლების განცხადებას, სანქციებთან არ მიერთებაზე, რაც მოლდოვის ეკონომიკაზე მოსალოდნელი ზარალით არის არგუმენტირებული, არც იგივე კონტექსტში თურქეთის ოფიციალურ განცხადებას, რომელიც არის რუსეთ-უკრაინის ომის შუამავალი ქვეყანა, არ მოჰყოლია ისეთი მძაფრი რეაქცია უკრაინის და არც ევროკავშირის წარმომადგენელთა მხრიდან!

ამ “შავი ხვრელების” თემის წამოწევაც და “ნაციონალების” მხრიდან მისი ტირაჟირებაც, ემსახურება არა უბრალოდ საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაციას, არამედ მუდმივად თავის მართლების რეჟიმში ჩაყენებით ხელისუფლების რევოლუციურ ცვლილებას საქართველოში. საქართველოს პრემიერმინისტრს სულ მათი საამებელი განცხადებები რომ გაეკეთებინა, მიზეზი მაინც არ დაილეოდა!

საქართველოს ხელისუფლებას უკვე მერამდენედ მოვუწოდებ, გამოვიდეს სირაქლემას პოზიდან. ამიტომ, “ოცნებამ ” უნდა დაიწყოს საკანონმდებლო ინიცირება სახელმწიფო ღალატის მუხლის აღდგენაზე, ასევე სხვა ქვეყნის ინტერესების მხარდაჭერაზე, რაც მიშამ სპეციალურად გააუქმა. ამასთან, სასწრაფოდ უნდა მოხდეს ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის და სახელმწიფო გადატრიალების სამართლებრივი შეფასება, და ამ გადატრიალებაში მონაწილე პირებსაც უნდა აეკრძალოთ პოლიტიკაში მონაწილეობა, დღეს ტელეეთერებიდან უხვად, რომ გვმოძღვრავენ!

ასევე, უნდა აიკრძალოს ყველა ის პარტია, ვინც სხვა ქვეყნების ინტერესებს ლობირებს, სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ, ეს “ალტ ინფოს” დამფუძნებელ “კონსერვატორებსაც” ეხება და “ნაციონალურ მოძრაობასაც”, – წერს ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები