საქართველოში დღეს მეორე მიწისძვრა მოხდა
საქართველოში, დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ სამებასთან დღეს უკვე მეორე მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისის დროით 15:02 საათზე დაფიქსირდა.
სტიქიის სიმძლავრე 3.3 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა.