ირაკლი კობახიძე დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, ჯონათან ჯანოგლის შეხვდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოდან საქართველოში ვიზიტით მყოფ, საქართველო-დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, ჯონათან ჯანოგლისთან და დელეგაციის წევრებთან შეხვედრა გამართა.

პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ბრიტანეთს შორის არსებულ მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებზე. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული საერთო ინტერესებისა და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს.

შეხვედრაზე რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომი და საქართველოსთვის მისი შესაძლო შედეგები განიხილეს.
„მეგობრული და პოზიტიური შეხვედრა გვქონდა ბრიტანულ დელეგაციასთან, შევეხეთ ყველა საინტერესო თემას, რომელიც უკავშირდება რეგიონს. ვისაუბრეთ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობაზე, მეგობრობაზე, ურთიერთობების გაღრმავებაზე. ვისაუბრეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და საქართველოს პოზიციაზე ამ ყველაფერთან დაკავშირებით – თუ რა გავლენა შეიძლება, ჰქონდეს ამ მოვლენას საქართველოსთვის”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები