ზურაბ აზარაშვილი: ვაქცინაციის პროცესში მთავრობას არაფერი დაუკლია

„ხელისუფლებას და მთავრობას ნამდვილად არაფერი დაუკლია. სხვა ქვეყნების პრაქტიკაც რომ ვნახოთ, ვინ როგორ მოტივაციას უქმნიდა თავის მოსახლეობას, ყველა ეს შესაძლებლობა გამოყენებულია”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, ეპიდვითარების გაუმჯობესება კარგ იმუნურ ფენას უკავშირდება.

„ხელისუფლებას და მთავრობას ნამდვილად არაფერი დაუკლია. სხვა ქვეყნების პრაქტიკაც რომ ვნახოთ, ვინ როგორ მოტივაციას უქმნიდა თავის მოსახლეობას, ყველა ეს შესაძლებლობა გამოყენებულია. ორი თვის განმავლობაში რეგიონებში ჩვენი 30-ზე მეტი მობილური ჯგუფი დადიოდა და თითქმის სახლებში სთავაზობდა აცრას. პლუს ფინანსური დაინტერესება, სხვადასხვა კამპანია, რაც შეიძლებოდა, ყველაფერი გამოვიყენეთ. ამ ფარგლებში 45%-ზე ავედით ორჯერადად აცრის. სხვა ქვეყნებში 70-80%-ია. საბოლოო ჯამში, იმუნური ფენა საკმაოდ კარგი გვაქვს, როგორც აცრილებში, ასევე გადატანილებში და აქედან გამომდინარეა, რომ პანდემია აღარ არის ისე, როგორ თვეების წინ”, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები