პაპუაშვილი – უკრაინის თავდაცვის განცხადებაზე: მარტივად რომ ვთქვა, ეს ტყუილია! ასეთი ტიპის დეზინფორმაცია პარტნიორი ქვეყნის მხრიდან, განსაკუთრებით, ასეთ ვითარებაში, სრულიად მიუღებელია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და მას “მიუღებელი” უწოდა.
„მარტივად რომ ვთქვათ, ეს ტყუილია! ამ ტიპის დეზინფორმაცია პარტნიორი ქვეყნიდან, განსაკუთრებით, ამ პირობებში, სრულიად მიუღებელია“, – წერს შალვა პაპუაშვილი “ტვიტერზე”.
შეგახსენებთ, დღეს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსი აგენტები კონტრაბანდის არხებს აყალბებენ, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ამასთან, უწყების მტკიცებით, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, არ ჩარეულიყვნენ კონტრაბანდისტების საქმიანობაში.
Simply put, this is a lie! This type of disinformation from a partner country, especially in these circumstances, is totally unacceptable. https://t.co/xAm9nwD3Gd
— Shalva Papuashvili 🇬🇪 (@shpapuashvili) April 4, 2022