რატი ბრეგაძე: აქტიურად მუშაობს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო და ის გადაწყვეტილებები, რომელსაც პრემიერი იღებს, გარკვეულ ინფორმაციასა და მტკიცებულებებს ეფუძნება
ძალიან აქტიურად მუშაობს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო და ის გადაწყვეტილებები, რომელსაც პრემიერ-მინისტრი იღებს, გარკვეულ ინფორმაციასა და მტკიცებულებებს ეფუძნება, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ომი რომ ნებისმიერ დროს შეიძლება გახდეს რეალური, ეს ჩვენ 2008 წელს ვიხილეთ. ასევე, სულ ერთი თვის წინ მთელი მსოფლიოს საზოგადოებამ ნახა, რომ ერთი მხრივ, რაც სრულიად წარმოუდგენელი იყო უკრაინაში, ასეთ დიდ სახელმწიფოში, შუაგულ ევროპაში დაიწყო ომი. შესაბამისად, ბუნებრივია, როდესაც ჩვენ ვდგამთ გარკვეულ ნაბიჯებს, ყველა რისკი სათანადოდ უნდა იყოს გათვლილი, გათვალისწინებული. ამ საკითხებზე ბუნებრივია, ძალიან აქტიურად მუშაობს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო და ის გადაწყვეტილებები, რომელსაც პრემიერ-მინისტრი იღებს, ეფუძნება გარკვეულ ინფორმაციასა და მტკიცებულებებს“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.