ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის ქმედება არის გენოციდი, მთელი ერის და ხალხის მკვლელობა
რუსეთის ქმედება არის გენოციდი, მთელი ერის და ხალხის მკვლელობა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „სიბიესთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ზურგს უკან ხელებშეკრულ და თავმოჭრილ ადამიანებს როდესაც ვპოულობთ, ასეთი რაღაცები არ მესმის. ბავშვები მოკლეს და აწამეს. ამ კრიმინალებისთვის მხოლოდ მოკვლა საკმარისი არ იყო. შეიძლება, ოქროს ან სარეცხი მანქანების წაღება უნდოდათ და კლავდნენ, მაგრამ ასევე აწამებდნენ. ჩვენ უკრაინის მოქალაქეები ვართ. ჩვენ გვყავს 100-ზე მეტი ეროვნება. საუბარია ყველა ამ ეროვნების განადგურებაზე. ჩვენ ვართ უკრაინის მოქალაქეები და არ გვინდა, დავემორჩილოთ რუსეთის ფედერაციის პოლიტიკას. ეს არის მიზეზი, რის გამოც ჩვენ გვანადგურებენ და ეს ხდება 21-ე საუკუნის ევროპაში. ასე რომ, ეს არის მთელი ერის წამება“, – განაცხადა ზელენსკიმ.