პაპუაშვილი: შოკირებული ვარ საზარელი სისასტიკით ბუჩასა და უკრაინის სხვა ადგილებში
“შოკირებული ვარ საზარელი სისასტიკით ბუჩასა და უკრაინის სხვა ადგილებში”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” წერს.
“გამახსენა 1990-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთში და 2008 წლის ცხინვალის რეგიონში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სასტიკ დანაშაულებები. ეს უნდა დასრულდეს, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ”, – წერს შალვა პაპუაშვილი.