„პუტინის ძალადობა უდანაშაულო ოჯახებს ანადგურებს“ – გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, უკრაინაში სამხედრო დანაშაულის ჩამდენები უნდა დაისაჯონ. აღნიშნულის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
„ფოტოები ბუჩადან აუტანელია. პუტინის გაუჩერებელი ძალადობა ანადგურებს უდანაშაულო ოჯახებს, არ იცის საზღვრები.
ამ სამხედრო დანაშაულის ჩამდენი ყველა პირი უნდა დაისაჯოს. ჩვენ გავამკაცრებთ სანქციებს რუსეთის მიმართ და უკრაინას კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას გავუწევთ თავდაცვისთვის“, – განმარტა მან.