ბუჩაში „ძმათა საფლავი“ იპოვეს, სადაც 300-მდე ადამიანი იყო დაკრძალული
ქალაქ ბუჩას მერის, ანატოლი ფედორუკის განცხადებით, ქალაქში ნაპოვნია „ძმათა საფლავი“, სადაც დაკრძალულია 300-მდე ადამიანი, ქუჩებში ათობით ადამიანის ცხედარი დევს, ზოგიერთი მათგანი შეკრულია ხელებით. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ანატოლი ფედორუკზე დაყრდნობით უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი ავრცელებს.
„ქუჩებში ნაპოვნია ადამიანების ცხედრები, შეკრული ხელებით, რომლებიც რუსმა ოკუპანტებმა ჩაცხრილეს. ეს ადამიანები არ იყვნენ სამხედროები, მათ არ ჰქონდათ იარაღი. ისინი არ წარმოადგენდნენ საფრთხეს. კიდევ რამდენი ასეთი შემთხვევა იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე?”,- აღნიშნა მან.
პოდოლიაკმა დაამატა, რომ უკრაინა არავის სთხოვს მის მაგივრად იომოს რუსეთთან, მაგრამ უკრაინა სთხოვს იარაღს თავდაცვისთვის.
Буча, Київська область. На вулицях лежать тіла людей із зв’заними руками, що були застрілені 🇷🇺 солдатами. Ці люди не були військовими. Вони не мали зброї. Вони не представляли загрози. Скільки ще таких випадків відбувається прямо зараз на окупованих територіях? (1/2) pic.twitter.com/vsALjHP2UW
— Михайло Подоляк (@Podolyak_M) April 2, 2022