არახამია: ზელენსკი და პუტინი შესაძლოა ერთმანეთს სტამბოლში ან ანკარაში შეხვდნენ

უკრაინის მხრიდან რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების ჯგუფის ხელმძღვანელი, დავით არახამია თვლის, რომ უკრაინისა და რუსეთის ლიდერების პირადი შეხვედრა შესაძლოა უახლოეს მომავალში სტამბოლში ან ანკარაში გაიმართოს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მომენტი – მათ დაადასტურეს ჩვენი თეზისი, რომ საბუთები უკვე კარგად არის დამუშავებული, რომ მოხდეს უშუალოდ ორ ლიდერს შორის კონსულტაციები. ამიტომ ჩვენ ახლა უნდა შევიმუშაოთ არა საბუთების ფორმა, არამედ ის საკითხები, რომელსაც ჩვენ უკვე შევეხეთ და მოვემზადოთ პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრისთვის. ბატონმა ერდოღანმა დარეკა, როგორც ჩვენთან ისე ვლადიმერ პუტინთან და თითქოს პუტინმა გამოხატა მზაობა უახლოეს მომავალში შეხვედრის დაორგანიზებაზე. ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით: რა თქმა უნდა, არ არის ცნობილი არც რიცხვი და არც დრო. მაგრამ ვთვლით, რომ დიდი ალბათობით შეხვედრის ადგილი იქნება ანკარა ან სტამბოლი“,- განაცხადა არახამიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები