პუტინის ე.წ. სამშვიდობო მოლაპარაკებები არ შეიძლება სერიოზულად იქნეს აღქმული, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, კრემლის ლიდერი ბომბავს მარიუპოლს, ე.წ. ჰუმანიტარულ დერეფნებს, ქალაქში საკვებსა და მედიკამენტებს არ უშვებს, რაც ომის დანაშაულია.
„თქვენ იცით, როგორი სიტუაციაა, მაგალითად, მარიუპოლში. ქალაქში ჯერ კიდევ 100 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქეა და მიუხედავად იმისა, რომ პუტინი ყოველ დღე ამბობს, რომ აწარმოებს, როგორც თავად უწოდებს, სამშვიდობო მოლაპარაკებებს, ამასთანავე ის ბომბავს მარიუპოლს, ის ბომბავს ე.წ. ჰუმანიტარულ დერეფნებს, ქალაქში საკვებსა და მედიკამენტებს არ უშვებს, რაც აშკარად ჰუმანიტარული კანონების დარღვევაა. ამიტომ ეს არის ომის დანაშაული“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.