ბულგარეთი ჯაშუშობის ბრალდებით რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს

ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნის დასატოვებლად 72 საათი მისცა.

ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, საგარეო უწყების მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ჯაშუშობის ბრალდება გახდა.

როგორც ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, ქვეყნის პროკურატურამ მათ მიაწოდა ინფორმაცია, რომ რუსეთის საელჩოს დიპლომატი ჩართული იყო არარეგულირებულ სადაზვერვო საქმიანობაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები