ნინო ფოჩხუა: სტრასბურგის სასამართლომ წამება არაო? ლომჯარიას, გვარამიას, “ემპათიას” ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში

„რაო, წამება და არაადამიანური მოპყრობა არაო სტრასბურგის სასამართლომ? ლომჯარიას, გვარამიას, “ემპათიას” ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში“,- ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სტრასბურგის სასამართლომ განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა მიხეილ სააკაშვილის საჩივარი, რომელიც პენიტენციურ სისტემაში მის მკურნალობასა და მის მიმართ მოპყრობას ეხებოდა.

„რაო, წამება და არაადამიანური მოპყრობა არაო სტრასბურგის სასამართლომ?

ლომჯარიას, გვარამიას, “ემპათიას” ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში, რისი იმედი ჰქონდათ ოღონდ არ ვიცი“, – წერს ფოჩხუა Facebook-ზე.

ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ბექა ძამაშვილის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საჩივარი განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები