ირაკლი ბერაია შვედეთის ელჩს შეხვდა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ულრიკ ტიდესტრომს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები.

საუბრისას, ყურადღება გამახვილდა რეგიონულ უსაფრთხოებაზე, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომზე, საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებსა და პრიორიტეტებზე. როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, „შვედეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ევროპულ ინტეგრაციას და რეფორმების ამბიციურ დღის წესრიგს”.
ირაკლი ბერაიას თქმით, “შვედეთის სამეფოსთან ურთიერთობების გაღრმავება ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები