თორნიკე რიჟვაძე: რამაზ ჯინჭარაძე არის გამორჩეული საჯარო მოხელე, უმწიკვლო რეპუტაციის ადამიანი, სიკეთის და წესიერების განსახიერება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელიც ბათუმში ხვალ გაიმართება. მან ასევე ისაუბრა „ქართული ოცნების“ კანდიდატზე, რამაზ ჯინჭარაძეზე და აღნიშნა, რომ ის არის გამორჩეული საჯარო მოხელე, უმწიკვლო რეპუტაციის ადამიანი, სიკეთის და წესიერების განსახიერება.
„ვინაიდან ეს არჩევნები მნიშვნელოვანია ბათუმის საკრებულოს გამართული ფუნქციონირებისათვის, დარწმუნებული ვარ, რომ მეოთხე მაჟორიტარული ოლქის, გონიოს, კვარიათის, მეჯინისწყლის, აეროპორტის, ადლიის, აღმაშენებლის ქუჩის, ქეთევან წამებულის ქუჩის ამომრჩევლები არ დაიზარებენ. გვექნება მობილიზაცია, დილიდან ისინი შეძლებენ, რომ მხარი დაუჭირონ ღირსეულ წარმომადგენელს – მათ ხმას ბათუმის საკრებულოში.
მინდა, მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ავუხსნა, რამდენად ძლიერი და ღირსეული კანდიდატი გვყავს ჩვენ წარდგენილი მეორე მაჟორიტარულ ოლქში. ბატონი რამაზ ჯინჭარაძე არის გამორჩეული, შესანიშნავი საჯარო მოხელე, უმწიკვლო რეპუტაციის ადამიანი, სიკეთის და წესიერების განსახიერება და დარწმუნებული ვარ, რომ ის ძალიან დიდი უპირატესობით შეძლებს გაიმარჯვოს და შემდეგ უკვე იზრუნოს საკრებულოს ამომრჩევლებზე, ბათუმელებზე, ბათუმის საკრებულოში“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
ანზორ მამულაშვილი