ზელენსკიმ ორ გენერალს წოდება ჩამოართვა და “ანტიგმირი” უწოდა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორ გენერალს წოდება ჩამოართვა.
როგორც ზელენსკიმ განაცხადა, უკრაინის ყველა მოღალატეს გაუმკლავდება, მაგრამ ძალოვან სტრუქტურებს ეტაპობრივად გაასუფთავებს.
მისივე თქმით, გენერლის წოდება ჩამოერთვათ შიდა უსაფრთხოების მთავარი დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ანდრეი ნაუმოვს და ხერსონის ოლქში სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, სერგეი კრივუროჩკოს.
ზელენსკიმ ყოფილ გენერლებს „ანტიგმირები“ უწოდა და აღნიშნა, რომ ასეთი ადამიანები უკრაინისთვის დადებულ ფიცს არღვევენ.