Reuters: რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში ხორბლის, სულ მცირე, 6 საცავი გაანადგურეს

უკრაინაში შეჭრიდან რუსმა ოკუპანტებმა ქვეყნის აღმოსავლეთის ხორბლის, სულ მცირე, ექვსი საცავი გაანადგურეს.

ამის შესახებ Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იტყობინება.

”მარტის ბოლოსთვის არსებული მონაცემით, ამ თავდასხმების შედეგად, მარცვლეულის შესანახი, სულ მცირე, 6 ობიექტი დაზიანდა,” – ამბობს მაღალჩინოსანი.

მისივე განმარტებით, „რუსეთის მიერ ამ მარცვლეულების საცავების დაზიანება არის იმის მაგალითი, თუ როგორ ახდენს პუტინის ომი პირდაპირ გავლენას უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაზე და მთელ მსოფლიოში სასურსათო უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს“.

როგორც Reuters წერს,  გამომდინარე იქიდან, რომ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები უკრაინული ხორბლის ექსპორტზე არიან დამოკიდებული, საკვების ამ მარაგებისა და საცავების განადგურებამ შეიძლება, გამოიწვიოს დეფიციტი და გამოიწვიოს ფასების ზრდა, ისედაც დაუცველ ეკონომიკებში.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები