აშშ არ აღიარებს რუსეთის ან მისი მარიონეტების მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის გაყოფის მცდელობის შედეგებს – სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ არ აღიარებს რუსეთის ან მისი მარიონეტების მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის გაყოფის მცდელობის შედეგებს, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა იქნება რუსეთის ნაწილი, რისთვისაც სამართლებრივ ნაბიჯებს უახლოეს მომავალში გადადგამენ. რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით ე.წ. რეფერენდუმი 10 აპრილის შემდეგ გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები