შალვა პაპუაშვილი: თავის დროზე კონსულტაციები, გაწვევა, ახლა მოხსნა ელჩის, არ მიგვაჩნია სამართლიან გადაწყვეტილებად

თავის დროზე კონსულტაციები, გაწვევა, ახლა მოხსნა ელჩის, ეს ჩვენ არ მიგვაჩნია სამართლიან გადაწყვეტილებად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ახლა არ არის ის პერიოდი, როდესაც შეფასებები უნდა გაკეთდეს, რადგან “დღეს ჩვენ სრულად სოლიდარულნი ვართ უკრაინელი ხალხის მიმართ”.

„თავის დროზე კონსულტაციები, გაწვევა, ახლა მოხსნა ელჩის, ეს ჩვენ არ მიგვაჩნია სამართლიან გადაწყვეტილებად, არ არის ახსნადი ჩვენთვის, თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არ არის ის პერიოდი, როდესაც  უნდა ვისაუბროთ ამ შეფასებებზე. დღეს ჩვენ სრულად სოლიდარულნი ვართ უკრაინელი ხალხის მიმართ და მთავარია, ვკონცენტრირდეთ იმაზე, რომ დასრულდეს ომი უკრაინაში. ეს საკითხები იმდენად უმნიშვნელოა, იმ საერთო მიზანთან შეფარდებით, რასაც ჰქვია ადამიანური ტრაგედიების დასრულება, რომ ჩვენ რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე ამ საკითხთან დაკავშირებით ზედმეტ კომენტარს არ ვაკეთებთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაროკოსა და საქართველოდან ელჩების გაწერის ბრძანებას ხელი მოაწერა.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები