უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

3 აპრილს, 20:00 საათზე, აბრეშუმის გალერეაში,  უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი – „მაია ბარათაშვილი უკრაინისთვის” გაიმართება. გაყიდული ბილეთების თანხა გადაირიცხება უკრაინის დასახმარებლად.
ორგანიზატორების ინფორმაციით, კონცერტში მონაწილეობენ: მაია ბარათაშვილი (ვოკალი), გიორგი რაქვიაშვილი (კლავიში),  გიორგი სამსონაძე (ბას-გიტარა) ; გიორგი მელიქიშვილი (დასარტყამი/არანჟირება).
სპეციალური სტუმრები – ზაზა მარჯანიშვილი (ფორტეპიანო/არანჟირება), ვანიანო ხაჩიძე (აკორდეონი). ვიდეო არტი და ვიზუალური ეფექტები – ZMG ART.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები